ჯუკბოქსი სტუმრებისთვის

ციფრული ჯუკბოქსი ბარებისა და რესტორნებისთვის საქართველოში

მიეცით სტუმრებს საშუალება, თავად აირჩიონ შემდეგი სიმღერა.

Jukebox.ge საქართველოს ბარებში, რესტორნებსა და გასართობ ობიექტებში ჯუკბოქსებს კონტრაქტის საფუძველზე ათავსებს. სტუმრები სასურველ სიმღერას ირჩევენ მობილური აპით, მონეტით ან გადახდის ტერმინალით.

მუსიკა უკრავს ობიექტის ჯუკბოქსზე — არა ტელეფონში.

Jukebox.ge-ის ილუსტრირებული ფიზიკური აპარატი იასამნისფერი განათებითსიმღერების დიდი არჩევანი

მღავალმხვრივი არჩევანი

ერთი სისტემა — ობიექტისთვისაც და სტუმრებისთვისაც

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება.

სტუმრებისთვის

აირჩიეთ სიმღერა მაგიდიდან გაუსვლელად

დაუკავშირდით ობიექტში განთავსებულ Jukebox.ge-ს, მოძებნეთ სასურველი სიმღერა და დაამატეთ რიგში.

როგორ მუშაობს

როგორ მუშაობს

სიმღერის არჩევა სამი მარტივი ნაბიჯით

სტუმარი ირჩევს სიმღერას, ობიექტი მართავს მუსიკას, მუსიკა კი ადგილზე უკრავს.

01

დაუკავშირდით

გახსენით აპი და დაუკავშირდით ობიექტში განთავსებულ Jukebox.ge-ს.

02

აირჩიეთ სიმღერა

მოძებნეთ სასურველი სიმღერა კატალოგში.

03

დაამატეთ რიგში

დაამატეთ არჩეული სიმღერა რიგში.

Jukebox.ge აპის ოფიციალური მუსიკის ძიების ეკრანი

მობილური აპი

აირჩიეთ სიმღერა სმარტფონიდან

მოძებნეთ სასურველი სიმღერა, ნახეთ რა უკრავს ახლა და დაამატეთ თქვენი არჩევანი რიგში.

მუსიკა ობიექტში უკრავს

სმარტფონი გამოიყენება Jukebox.ge-სთან დასაკავშირებლად და სიმღერის ასარჩევად. მუსიკა ტელეფონში არ უკრავს.

ობიექტებისთვის

სტუმრები ირჩევენ. მუსიკას თქვენ მართავთ.

მარტივი და მართვადი სისტემა ბარებისთვის, რესტორნებისა და გასართობი სივრცეებისთვის.

მუსიკის მართვა

თქვენ განსაზღვრავთ ფლეილისტებსა და სიმღერებს, რომელთა არჩევაც სტუმრებს შეეძლებათ.

სიმღერის არჩევის რამდენიმე გზა

სტუმარი იყენებს აპს, მონეტას ან გადახდის ტერმინალს.

სიმღერების დიდი არჩევანი

სტუმარი მარტივად პოულობს სასურველ სიმღერას თქვენ მიერ შერჩეული მუსიკიდან.

გალერეა

ნახეთ Jukebox.ge-ის აპარატი, აპი და განთავსების ვიზუალური მაგალითები

იხილეთ Jukebox.ge-ის აპარატი, აპი და სხვადასხვა სივრცეში განთავსების მაგალითები.

ხშირი კითხვები

პასუხები ხშირ კითხვებზე

დაკავშირება, სიმღერის შეკვეთა, რიგი და მუსიკის დაკვრა.

როგორ მივიღო Jukebox.ge ჩემი ობიექტისთვის?

დაგვიკავშირდით ელფოსტით ან ტელეფონით. ჩვენი გუნდი თქვენთან ერთად განიხილავს ობიექტის, ტექნიკური პირობებისა და შეთანხმების დეტალებს.

ჯუკბოქსი იყიდება თუ კონტრაქტით განთავსდება?

Jukebox.ge ძირითადად კონტრაქტის საფუძველზე განთავსდება. კონკრეტულ კომერციულ პირობებზე კონსულტაციისას შევთანხმდებით.

შეუძლიათ სტუმრებს აპის გარეშე სიმღერის შეკვეთა?

სისტემის კონფიგურაციის მიხედვით სიმღერის შეკვეთა შესაძლებელია ფიზიკური ჯუკბოქსიდან მონეტით ან გადახდის ტერმინალით.

ყველა კითხვა

როცა მზად იქნებით

განათავსეთ Jukebox.ge თქვენს ობიექტში

მოგვიყევით თქვენი ობიექტის შესახებ და ერთად განვიხილოთ შემდეგი ნაბიჯები.

კონსულტაციის მოთხოვნა